27 ნოემბერი 2024,   12:29
ვრცლად
"მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება მთავრობისთვის რამდენიმე თვეა აღარ არის ადვილი, ადვილი არც არასდროს იყო, მაგრამ ახლა არის ძალიან გართულებული" - თეა წულუკიანი

ევროპარლამენტის რეზოლუციასა და კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით შეფასება გააკეთა დღეს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა. 

"საქართველოს მთავრობას ეს ქვეყანა მიჰყავს ევროპულ გზაზე და ინარჩუნებს ძალიან დიდი სირთულის ფასად მშვიდობას და სტაბილურობას ამ ქვეყანაში, რაც მერწმუნეთ ადვილი არ არის. როგორც პრემიერ-მინისტრის მიერ ითქვა, შეიძლება, დადგეს ჩვენს ქვეყანაში იმის დროც, რომ ყველაფერი ითქვას ხმამაღლა.

ვგულისხმობთ იმას, რომ სიმშვიდის, მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება საქართველოს მთავრობისთვის რამდენიმე თვეა აღარ არის ძალიან ადვილი. ადვილი არც არასდროს იყო, მაგრამ ახლა არის ძალიან გართულებული. შესაბამისად, ჩვენ ველოდებით ევროკავშირის პასუხისმგებელი უფლებამოსილი ორგანოების საბოლოო გადაწყვეტილებას, რომლებიც იქნება შესაბამისი, დიდი იმედი მაქვს, ქართველი ერის ისტორიული არჩევანის.

ევროკავშირის პარლამენტს ნუ დახატავთ ისე, თითქოს ეს იყოს ორგანო, რომელიც იღებს ჩვენი გაწევრიანებისთვის სტატუსის მონიჭების შესახებ გადაწყვეტილებას. ეს არის საკანონმდებლო ორგანოებისგან შექმნილი ასამბლეა, საპარლამენტთაშორისო, რომლებსაც პირდაპირი გზით ირჩევენ ევროკავშირის ამომრჩევლები. ზოგს ასეთი აზრი აქვს, ზოგს ისეთი. აღმოჩნდა სამწუხაროდ, რომ არის 300-მდე  ევროპელი ამ ევროპარლამენტში, რომელიც თვლის, რომ ბიძინა ივანიშვილს არ გაუკეთებია ამ ქვეყნისთვის კარგი საქმეები, ჩვენ კი ვფიქრობთ პირიქით და ვმსჯელობთ ფაქტებით,“ - ამბობს თეა წულუკიანი. 

დღის ამბები