27 ნოემბერი 2024,   12:37
ვრცლად
რუსეთის მიერ დაწყებული ომი უკრაინას არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ ეკონომიკურადაც უტევს

რუსეთის მიერ დაწყებული ომი უკრაინას არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ ეკონომიკურადაც უტევს. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, უკრაინის ეკონომიკა, 2022 წელს, შესაძლოა 45%-ით შემცირდეს.

ვითარებას უკრაინის ფინანსთა მინისტრი სერჰი მარჩენკო აფასებს:

"ვხედავთ მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლის მკვეთრ ვარდნას, დიდად შემცირდა ჩვენი შემოსავალიც. ომამდე არსებული საბაჟოდან მიღებული შემოსავლის 70% დავკარგეთ. შემცირდა შემოსავლები სახელმწიფო ადმინისტრაციებიდანაც

არ ვარ ისეთი ოპტიმისტი, რომლებიც ამბობენ "უკრაინა უნდა აღვადგინოთ სწრაფად", ამ მხრივ პესიმისტურად ვარ განწყობილი, ჯერ უნდა დავასრულოთ ომი,"- აცხადებს მარჩენკო. 

დღის ამბები