27 ნოემბერი 2024,   12:35
ვრცლად
ერთი რამ მინდა გაითვალისწინოთ, ჩვენ ვითხოვთ დამსახურებულ, სამართლიან დამოკიდებულებას - ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი მიღწევები აქვს. მისი თქმით, ბოლო 9 წლის განმავლობაში "ქართულმა ოცნებამ" მნიშვნელოვანი სტრატეგიული ნაბიჯი გადადგა, რამაც ხელშესახებად დააახლოვა საქართველო ევროპასთან. 

"ჩვენ ბოლო 9 წლის განმავლობაში, იგივე ბიძინა ივანიშვილის დატოვებულმა გუნდმა და მისმა პარტიამ, ყველა მნიშვნელოვანი სტრატეგიული დოკუმენტის ნაბიჯი, რამაც რეალურად, ხელშესახებად დაგვაახლოვა ევროპასთან, ჩვენ გავაფორმეთ. ასოცირების შეთანხმება, ეს გააფორმა "ქართულმა ოცნებამ",  უვიზო რეჟიმი, რომლითაც ჩვენი მოქალაქეები სარგებლობენ, თავისუფალი ვაჭრობა. ახლა უკვე ოფიციალურად წარვადგინეთ წევრობაზე განაცხადი.

მინდა გითხრათ, რომ გარდა იმ რეფორმებისა, რომელიც უკვე განვახორციელეთ და რომელმაც რეალურად ქვეყანა გარდაქმნა და წარმოაჩინა, როგორც სამაგალითო დემოკრატია არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ბევრ ევროპულ ქვეყანას ვუსწრებთ წინ ჩვენი მიღწევებით, მაგრამ ჩვენ ასევე შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ დავასრულეთ მუშაობა ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგზე, სადაც პრაქტიკულად ყველა ის რეფორმა, რომელიც იყო იგივე 19 აპრილის შეთანხმებაში, ძალიან ბევრი, დიდი ნაწილი არის გადმოსული ამ დღის წესრიგში და რა თქმა უნდა, ამ რეფორმებს, ამ პროცესს ჩვენ ვაგრძელებთ. ეს კი არ ნიშნავს, რომ ჩვენ ყველაფერი დავასრულეთ, ეს პროცესია რეალურად, ყველა სფეროში ასეა. 

იმის მიუხედავად, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მაგრამ ჩვენ, მეგობრებო, ჩვენს მოსახლეობას, ხალხს მინდა მივმართო, რომ ჩვენ მშვიდად, მტკიცედ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობის შენარჩუნება, ჩვენი მოსახლეობის, ხალხის მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნება და ჩვენი ქვეყნის განვითარება.

2007 წელი იყო თუ 2008 წელი, მაშინ ძალიან დიდი აჟიოტაჟი და მოლოდინი გააჩინეს, რომ მაპის მონიჭებით თუ არმონიჭებით რაღაც მოხდებოდა, არ მოგვანიჭეს მაპი, მაგრამ რა მოხდა, ქვეყანამ გააგრძელა ნატო-ში ინტეგრაცია, ჩვენმა ხელისუფლებამ გახსნა ნატო-სთან ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი. მე გეუბნებით, რომ რეალობაში უნდა ვიყოთ ჩვენ, ერთი რამ მინდა გაითვალისწინოთ, ჩვენ ვითხოვთ დამსახურებულ, სამართლიან დამოკიდებულებას,“ - ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.

დღის ამბები