27 ნოემბერი 2024,   12:42
ვრცლად
"მგონია, ევროკავშირი მიიღებს ისტორიის წინაშე პასუხისმგებლიან გადაწყვეტილებას, რომელიც ეკუთვნის ქართველ ხალხს და არ ააშენებს რკინის ფარდას, რომლის მიღმაც დარჩება საქართველო" - თეა წულუკიანი

თეა წულუკიანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც  ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საუბრობს. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი იმედოვნებს, რომ ევროკავშირი არ მიიღებს ისეთ გადაწვეტილებას, რომელიც საქართველოსა და ევროპას შორის ახალ რკინის ფარდას აღმართავს.  

"ჩვენ არ ვართ ილუზიებში, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რონ ნებისმიერი პოტენციური სტატუსი გულისხმობს განუხრელ რეფორმებს. ჩვენ ქულების და პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით ვხედავთ, რომ იმ სამ ქვეყანას შორის, რომლებზეც არის ახლა ბრიუსელში საუბარი, ჩვენი ქვეყანა, ხალხი ანუ თქვენ ხართ სხვა ხალხებზე წინ. მგონია, რომ ევროკავშირი მიიღებს ისტორიის წინაშე პასუხისმგებლიან გადაწყვეტილებას, რომელიც ეკუთვნის ქართველ ხალხს, რომელიც ეკუთვნის ევროპას და რომელიც არ ააშენებს ახალ რკინის ფარდას, რომლის მიღმაც დარჩება საქართველო," - აცხადებს თეა წულუკიანი.

 

 

დღის ამბები