სკოლის დირექტორს მოსწავლე, ფსიქოლოგიურ ძალადობას ედავება. ოჯახი ამტკიცებს, რომ მოზარდმა სუიციდიც სცადა. ბავშვის მშობლები ამბობენ, რომ კონფლიქტის მიზეზი სამეურვეო საბჭოს სხდომა გახდა, სადაც მოსწავლესა და დირექტორს სკოლის ერთ - ერთ პრობლემურ საკითხზე განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდათ. გოგონას ოჯახის ინფორმაციით, დირექტორმა მოსწავლეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, მომხდარიდან მალევე კი თვითდაზიანებები მიიყენა.
ოჯახმა, საგამოძიებო უწყებას მიმართა, მოზარდიმ დაზარალებულად ცნეს. გამოძიება 115 - ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
მომხდარის შესახებ კარგად იციან სკოლაშიც, რადგან ფაქტს არაერთი პედაგოგი შეესწრო. მოწმეები საგამოძიებო უწყებამ უკვე გამოკითხა. მასწავლებლები კამერებთან დეტალებს არ ყვებიან, მაგრამ ადასტურებენ, რომ მოზარდმა მომხდარის გამო სკოლა დატოვა და სასწავლებელი შეიცვალა.
მიმართვის საფუძველზე, პროცესში ჩართულია სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოც, რომლის მოთხოვნის საფუძველზე, ბავშვთან ფსიქოლოგი მუშაობს. მშობლებმა საგამოძიებო უწყების გარდა, განათლების სამინისტროს რესურსცენტრსაც მიმართეს, რომელიც გამოძიების დასრულების მოლოდინშია და თუ დანაშაული დამტკიცდა, მზად არის, კანონის შესაბამისად იმოქმედოს. ბრალის დადასტურების შემთვევაში, სკოლის დირექტორს 2 - დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.