27 ნოემბერი 2024,   12:43
ვრცლად
პრეზიდენტს შეუძლია, შუალედური გადაწყვეტილებით, ხელი შეუწყოს ჩვენს პარტნიორებს, რომ კანდიდატის სტატუსი ქვეყანამ მიიღოს - ნიკა მელია პრეზიდენტზე

რეაქციები, რომელიც სალომე ზურაბიშვილის ბრიუსელში გაკეთებულ მკვეთრ განცხადებებს მოჰყვა. 

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის შეუძლია შუალედური გადაწყვეტილებით, ხელი შეუწყოს ჩვენს პარტნიორებს, რათა ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. 

"მას მინიმუმ შეუძლია ხვალვე შუალედური გადაწყვეტილებების მიღების პირობებში, ხელი შეუწყოს ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, რომ სანუკვარი კანდიდატის სტატუსი ქვეყანამ მიიღოს და არ დაკარგოს. ამისათვის რა უნდა გააკეთოს, მან ჩემზე კარგად იცის - აქვს პოლიტიკური ინსტრუმენტი და უკანონო პატიმრობაში მყოფი ადამიანები უნდა გაათავისუფლოს", - აცხადებს ნიკა მელია. 

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" თავმჯდომარის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, "ქართული ოცნების" მიერ გადადგმული ნაბიჯები იმის მანიშნებელია, რომ მას არ უნდა ქვეყანამ წარმატებას მიაღწიოს.

""ქართული ოცნება" თითქოს იქცევა ისე, რომ მას, ამ ფრონტზე არ უნდა საქართველომ წარმატებას მიაღწიოს. ამის დაჯერება არ მინდა, მაგრამ ასეთი ეჭვები ჩნდება", - აცხადებს იაგო ხვიჩია.

 

 

დღის ამბები