400 - მდე მონაწილე და 3 ათასზე მეტი, სხვა და სხვა სახეობის ალკოჰოლური სასმელი - ლონდონში გამოფენა "London Wine Fair" გაიხსნა. ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენაზე, ქართულ ღვინოს თავისი სტენდი აქვს. წელს გამოფენაზე ქართული ღვინო, 17 - მა კომპანიამ წარმოადგინა.
"London Wine Fair" - ღვინის და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენაა, რომელიც 1981 წლიდან ლონდონში ტარდება. გამოფენას ყოველწლიურად მსოფლიოს სხვა და სხვა ქვეყნიდან ღვინის ექსპერტები, ღვინით ვაჭრობის სფეროსა და მედიის წარმომადგენლები ესწრებიან.
"London Wine Fair" ღვინის სფეროში, წლის ერთ - ერთი მთავარი ღონისძიებაა, რომელიც საგამოფენო სივრცეში "ოლიმპია ლონდონში" ტარდება. წელს, საქართველოდან დიდ ბრიტანეთში, 260 ათასამდე ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 53%-ით მეტია.