27 ნოემბერი 2024,   12:39
ვრცლად
ცხადზე უცხადესია, რომ ეს რეზოლუცია თამაში და ვაჭრობაა, ევროპას თუ არ ვუნდივართ, რომ რუსებს "სახე შეუნარჩუნონ", ეს ჩვენი ბრალი არ არის - სვიმონ ჯანგულაშვილი

 

ევროპას თუ არ ვუნდივართ, რომ რუსებს "სახე შეუნარჩუნონ", ეს ჩვენი ბრალი არაა,- ამის შესახებ ხელოვნებათმცოდნე სვიმონ ჯანგულაშვილის სოციალურ ქსელში წერს. 

მისი თქმით, ცხადზე უცხადესია, რომ ეს რეზოლუცია არის თამაში და ვაჭრობა. 

"ანუ, უკვე გჯერათ "ნაცი არა ვარ მაგრამ"- ებს, რომ ჩვენმა საზოგადოებამ და ხელისუფლებამ უარი სთქვეს ევროპულ ორიენტაციაზე, კოლექტიური სალომე კუბილიუსების - ანუ, ევროპარლამენტის დეპუტატების ერთი ჯგუფის მონაჩმახის გამო?  

კორუმპირებულების - რადგანაც, შავს თეთრად მხოლოდ შავისგან მოსყიდულები აცხადებენ ხოლმე.

საქართველო, ევრაზიის გასაყარზე მდებარე, ტიპოლოგიურად ევროპული კულტურის მქონე ქვეყანა იყო მუდამ - როგორც ხმელთაშუაზღვის მრავალ ქვეყანაში, აქაც აზიურისა და ევროპულის და ეროვნულის უნიკალური სინთეზით. 

ევროპას თუ არ ვუნდივართ, რომ რუსებს "სახე შეუნარჩუნონ", ეს ჩვენი ბრალი არაა.

2007-2008 წლებშიც მაპი არ მოგვცეს, ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაზე უარი გვითხრეს - მაშინ, დღევანდელისაგან განსხვავებით, რეალური მიზეზები ჰქონდათ უარისათვის - დემოკრატიის, ადამიანების უფლებების, სიტყვის თავისუფლებისა და დამონებული სასამართლოსა და მედიის გამო. მაგრამ, მაშინაც ევროპელი პოლიტიკოსები მოიქცნენ ცუდად, ბოროტად, უსამართლოდ - გაგვწირეს პუტინის მსხვერპლად.

ამას მოჰყვა 2008 წლის ტრაგედია.

დღეს ივანიშვილი უნდათ ზვარაკად? და სააკაშვილისა და გვარამიას გათავისუფლება თუ ნიშნავს ჩვენს ევროპულობას? ასე გჯერათ? ნაცისტებს არ გეკითხებით, თქვენთვის, ვიცი, მიშა ღმერთია და გვარამია მოციქული მისი.

მაგრამ, დანარჩენებს, ვინც კრიტიკულები ხართ ამ მთავრობის მიმართ, მაგრამ ნაცისტები არა ხართ.

მართლა გჯერათ, რომ ივანიშვილს თუ დავკლავთ ბრიუსელში და მიჰას და გვარამიას თუ დავუბრუნებთ ქვეყანას, თუ დავიკიდებთ გირგვლიანს, 26 მაისს, 7 ნოემბერს, რობაქიძეს, ასეულობით მილიონის მითვისებას, კეზერაშვილს, ადეიშვილს...მერე მიგვიღებენ ევროკავშირში? მერე ვიქნებით ევროპელები?

მკვლელი და კორუმპირებული ჩინოვნიკები კანონზე მაღლა თუ დადგებიან, ეს იქნება ევროპა? ასე ხდება გერმანიაში ან დანიაში? რა თქმა უნდა, არა.

ცხადზე უცხადესია, რომ ეს რეზოლუცია არის თამაში და ვაჭრობა. 

ცხადზე უცხადესია, რომ ხელისუფლებას ცუდად აქვს ნამუშევარი ევროპარლამენტთან - როგორც ნაკლებად მნიშვნელოვან, მაგრამ, ასეთი ტექტონიკური ძვრების უნარის მქონე ინსტიტუციასთან.

სასაცილოა - თვითონ უკრაინას არ აწოდებენ იმ იარაღს, რითაც ომის სწრაფად და ეფექტურად მოგება შეუძლიათ. არ ამბობენ უარს რუსულ გაზზე და წელიწადში ასობით მილიარდით ამდიდრებენ რუსეთს. და აქ ივანიშვილს აბრალებენ რუსეთთან კავშირს და ქვეყნის რუსეთისკენ წაყვანას. 

ყველაფერი ხელისუფლების ბრალია - მილიონჯერ მითქვამს - ნაცებს რომ არ სჯიდნენ, არჩევნებში საფრთხობელად რომ ჰყავდათ ურჩხული, ეხლა გაიზარდა და მისი დამორჩილება ძნელია. ეხლა ცეცხლს გვიკიდებენ ცეცხლის წამკიდებლები, რომელთა განეიტრალებისა და პოლიტიკიდან გაშვებისათვის აგირჩიათ ხალხმა. 

არ გამოგივათ ახალი "მუხტის", ახალი სახალხო მღელვარების მოწყობა, სისხლზე დაგეშილო სვავებო!

ან ივანიშვილის მოკვლა-განდგურება უნდათ, ან ევროპარლამენტარების ნახევრის ტენდენციური გადაწყვეტილების საბაბით, ახალგაზრდობის ქუჩაში გამოყვანა და მეორე 20 ივნისის, ან, რაზეც ოცნებობენ - მეორე 26 მაისის მოწყობა.

ეს, რა თქმა უნდა, არ მოხდება.

საქართველო მიაღწევს თავის გეოპოლიტიკურ მიზანს! საქართველოს ვერ არევენ მამა-შვილო ბუღაძეები და ხოშტარიები! ვერც ბიძა-ძმისწული! ვერც ფორმულასა და პირველ-მთავარის დილეტანტი ჟურნალისტები და პროფესიონალი პროპაგანდისტები! 

საქართველო ევროპაა!

"ვეფხისტყაოსანი" პროტო-რენესანსის პირველი ძეგლი და რენესანსული კულტურის ერთ-ერთი უდიდესი მწვერვალია! ქართული მრავალხმიანობაც! უნიჭო ლაშა ბუღაძისა და უფრო უნიჭო ძლოკვ ლადარიას მიერ მრავალგზის დამცირებული თამარისეული ჰუმანიზმიც, ლამის დღემდე მიუღწეველ სიმაღლედ რომ რჩება კაცობრიობის ისტორიაში - როდესაც აიკრძალა ადამიანების წამება, გაყიდვა და სიკვდილით დასჯა - "ბნელ" XII საუკუნეში. 

ჩვენ ევროპა ვართ, აზიაც ვართ, კავკასიაც ვართ. საქართველო ვართ. ბევრ რამეში უწესრიგო, დანგრეული, შერცხვენილი, დამარცხებული... მაგრამ, მაინც მარადი და უკვდავი ერი და კულტურა ვართ, რომელიც დგას - სიყვარულზე, სიკეთეზე, მრავალხმიანობაზე, მრავალფეროვნებაზე, ტოლერანტობაზე, უცხოთ-შემწყნარებლობაზე, სოლიდარობაზე, ჰუმანიზმზე, ქრისტიანობაზე... 

ჩვენ ჩვენს გზას არ გადავუხვევთ. ჩვენ ვუყურებდით და ვუყურებთ დღესაც - იერუსალიმსა და ათენს, რომს... ჩვენ ვუყურებთ ევროპას, ერთი ფეხი ევროპაში გვიდგას, მეორე აზიაში. გულში კავკასიონი და მზე... ევროპელებიც გაგვიცნობენ და ისწავლიან ჩვენთან ურთიერთობას.

ხელისუფლებას ძალიან ბევრი აქვს გასაკეთებელი. ნაცისტებს კი, არ გამოგივათ არც ივანიშვილის დაკვლა და არც ქვეყნის არევა. 

24-ში, თუ როდესაცაა, ჩვენ მოგვცემენ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობას. ნაცისტები ნელ-ნელა გაიწოვებიან, მათგან პატარა მუწუკი, მერე კი ნაიარევი დარჩება. ​ევროპარლამენტელი ჟირინოვსკები და ლე პენები, სარკოზები და მაკრონები ვერაფერს ვერ შეძლებენ, ნეოკოლონიალისტური ბოდვის მიუხედავად.

სასაცილოა. მაკრონი, რომელიც პუტინს სახეს უნარჩუნებს, ჩვენ გვახევს სახეს? ცოტა ხანი დასვან გვარამია ოპოზიციური პროპაგანდისტული კანალიზაციის ხელმძღვანელად - პარიზში, ლონდონში ან ბერლინში.

დედის ტ@&₾ის გინებას რომ დაუწყებს მოითმენენ ვითომ BBC-ზე, ან მეცოზე? - მეცოზეც იქნება, აბა რა - ჩვენში ყველაზე დიდი მუსიკოსები ხომ გვარამია, მისი ძალო მარინა, და წვეულებებზე, მუსიკალური ეგოს წარმოსაჩენად ნოტებით ვაგლახად მოსიარულე კლოუნები - ლაშა ქოცისტანელის ძე ბუღაძე და ნოდარ (სტურუასა და ჩხეიძის ფეხის მკვნეტელი) ლადარია არიან. რა კვარტეტები და რა ჟიური ექნებათ მეცოზე, რა არანჟირებებსა და ივენთებს გაუშვებენ, წარმოიდგინეთ. 

მშვიდად ვიყოთ და ხელისუფლებას მოვთხოვოთ საქართველოს გადარჩენა! ნაცისტების პროპაგანდისტულ პარადიგმაში ნუ ვერთვებით! ​იყიყინონ და იყონ.

სხვანაირად არ შეიძლება - საქართველო მიიღებს სტატუსს (ამის მეტს რას გაიმეტებენ მერკელები, ამას უკრაინის მაგალითზეც ვხედავთ). საქართველო არ გასწირავს ამაგდარ ქველმოქმედს, ვისი სიკეთეც და ვისი აღდგენილი ქართული კულტურაც აგიჟებს და აცოფებს ეშმაკით შეპყრობილთ.

საქართველო გახდება ევროპული სივრცის წევრი, გარდა ხელოვნებისა, ეთნოფსიქოლოგიისა, ეროვნული მსოფლმხედველობისა და ეთიკური მრწამსისა - პოლიტიკურადაც და სოციალ-ეკონომიკურადაც - როდესაც ფასდება ადამიანი, მისი ღირსება-თავისუფლება და მისი შრომა. ევროპა არაა სამოთხე ან ბიბლიური ქანაანი. 

მაგრამ, ევროპა არის სივრცე, სადაც ყველა ცხოვრობს ისე, როგორც შრომობს. ევროპაში ბუღაძე-ლადარია-ბაქრაძეები ვერ უწოდებენ სტურუას უნიჭოს და თემურ ჩხეიძეს - პრიმიტივსა და სულელს. ევროპაში მღვდელი ან მრევლი ვერ სცემს გეის. მაგრამ, ვერც გეი ვერ მოკლავს სატელევიზიო პროპაგანდით პატრიარქს ან რომის პაპს უშვერი ცილისწამებით. ევროპაში კუბოლიუსები და აკაკი ძუძუგურები ვერ შესწირავენ ზვარაკად ბიძინა ივანიშვილს ან ირაკლი იმნაიშვილს. ევროპაში არაა მთავარი, პირველი და ფორმულა კანალიზაციები.

ევროპაში ელენე ხოშტარია, გრიგოლ ვაშაძე და თემურ ალასანია და სხვა "მგიმოელები" პოლიტიკურ პროცესებში ვერ მიიღებენ მონაწილეობას. ამიტომაც ისინი ყველანაირად ცდილობენ, რომ არ მიგვიღონ ევროპაში. 

იმდენად ცხადია სამყაროს ონტოლოგიური პარადიგმა - სიკეთის გამარჯვება ბოროტებაზე, რომ ნაცისტებიც და პრორუსული ხალხიც, ამაოდ შფოთვენ და იჭირვიან. იქამც ყოფილან.

მე კი, ჩემს ღვთაებრივ მიქელანჯელოსთან, სიქსტის კაპელაში ვიმღერებ. ესაა ჩემი საქართველო და ჩემი ევროპა - ქართული მუსიკა, რუსთაველის თეატრი, რობერტ სტურუა და თემურ ჩხეიძე, "შერეკილები" და "გიორგობის თვე", გაბრიაძე და დოჩანაშვილი, ოთარ ჭილაძე და.... ვეფხისტყაოსანი და დანტე და გალაკტიონი და მიქელანჯელო, ბახი და მალერი, მოცარტი და ბეთჰოვენი, ყანჩელი, შალვა მოსიძე და გორის გუნდები, კეჭაყმაძე, რომლის აღმოჩენის სიხარულიც წინ აქვს ევროპასაც და მსოფლიოსაც.

ყველაფერი იქნება ძლიერ კარგად. 

P.s. ეხლა მუწუკის ბოლო სტადიაა. მაწაკო მუწუკებო! გაქრით! მზადყოფნაშია ბროწეულის ოყნები და გარგრის პიურე, მინერალური დანამატებით." - სვიმონ ჯანგულაშვილი. 

დღის ამბები