27 ნოემბერი 2024,   12:42
ვრცლად
"დღეს, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად, ყველა კარგი წინაპირობა აქვს - მიხეილ სარჯველაძე

სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომელიც ევროპარლამენტარების რეზოლუციასთან დაკავშირებით სახელისუფლებო გუნდის კომენტარებს ეხებოდა, პირველი შეფასებები მოჰყვა მმართველ გუნდში - განცხადება მიხეილ სარჯველაძემ გააკეთა.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევ, რომ საქართველოს, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად, ყველა წინაპირობა აქვს. 

"დღეს, საქართველოს რეალურად, კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად აქვს უკლებლივ ყველა კარგი წინაპირობა საიმისოდ, რომ თუკი ვინმეზე მიიღება დადებითი გადაწყვეტილება ევროპის მხრიდან კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ეს უპირველესად იყოს საქართველო. აქედან გამომდინარე, მე არ ვიცი სხვა  პოლიტიკოსები როგორ ხედავენ ამას, ან რაზე დაყრდნობით აკეთებენ ვარაუდებს იმასთან დაკავშირებით, ეკუთვნის თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მაშინ, როდესაც ყველა წინაპირობაა საიმისოდ, რომ კანდიდატის სტატუსი თუ ვინმეს ეკუთვნის, უპირველესი ეს საქართველოა და ვფიქრობმ ეს რომ სახეზეა", - ამბობს მიხეილ სარჯველაძე.

 

 

დღის ამბები