27 ნოემბერი 2024,   12:35
ვრცლად
ბუქარესტში, 9 სახელმწიფოს ლიდერის შეხვედრა დაიწყო- მოლაპარაკებას "ნატოს" გენერალური მდივანი ონლაინ დაესწრება

ბუქარესტში, ცხრა სახელმწიფოს ლიდერის შეხვედრა- მოლაპარაკებას, "ნატოს" გენერალური მდივანი ონლაინ დაესწრება.

სამიტის მასპინძელი რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი და მისი პოლონელი კოლეგა, ანდჟეი დუდა არიან.

შეხვედრაზე, ქვეყნებმა მიმდინარე რეგიონალური უსაფრთხოების გამოწვევები უნდა შეაფასონ. რუმინეთის პრეზიდენტმა უსაფრთხოების კუთხით ახსენა საქართველო და მოლდოვა. მისი თქმით, ეს ქვეყნები აღმოსავლეთ ფლანგისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან.

"24 თებერვლიდან ჩვენ უსაფრთხოების ახალ გამოწვევებთან აღმოვჩნდით. რუმინეთი არის ნატოს წევრი ქვეყანა, რომელსაც ყველაზე გრძელი საზღვარი აქვს უკრაინასთან.

ბუქარესტის შეხვედრა იქნება მესიჯი იმისა, რომ აღმოსავლეთის ფლანგის პარტნიორი 9 ქვეყანა თანამშრომლობს. ეს შეხვედრა არის რელევანტური 2 საკითხის მიმართ. მიმდინარე რეგიონულ მოვლენებზე ჩვენი კოორდინაციის საკითხი, სოლიდარობა, დიალოგი და კოოპერაცია არის ფუნდამენტი ჩვენი ერთიანი სიძლიერის. დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილავთ უკრაინაში მიმდინარე უსაფრთხოების საკითხებს და მის გავლენას უფრო ფართოდ, ჩვენს მნიშვნელოვან პარტნიორებზე, საქართველოსა და მოლდოვაზე,"-აცხადებს რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს ვერნერ იოჰანისი

დღის ამბები