27 ნოემბერი 2024,   12:28
ვრცლად
პუტინს საზღვარგარეთ ვიზიტებზე თან ახლავს აგენტი, რომელიც მის ექსკრემენტებს აგროვებს და მოსკოვში აგზავნის - ParisMatch

რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის აგენტები, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტს საზღვარგარეთ ვიზიტებზე თან ახლავს, ვლადიმირ პუტინის შარდსა და ფეკალიებს აგროვებენ და მათ მოსკოვში აგზავნიან. ამის შესახებ ParisMatch-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მსგავსი უსაფრთხოების ზომები მიღებულია იმის გამო, რომ ექსკრემენტების ნიმუშებით ვერ მოხდეს პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენა.

ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური თანამშრომელი თან ახლდა ვლადიმირ პუტინს 2017 წელს საფრანგეთში ტუალეტში შესვლისას და იმავე პირმა მსგავსი სამუშაო შეასრულა 2019 წელს საუდის არაბეთში ვიზიტის დროსაც.

დღის ამბები