საქსტატის მონაცემებით, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ, 2022 წლის პირველ კვარტალში, 568.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 435.7 მლნ აშშ დოლარით (4.3-ჯერ) აღემატება წინა წლის მონაცემებს.
ზრდა, ძირითადად, განპირობებულია სააქციო კაპიტალის და რეინვესტიციის მაჩვენებლების გაზრდით.
2022 წლის პირველ კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები შემდეგნაირად განაწილდა: პირველ ადგილზეა ესპანეთი, მეორე ადგილზე იმყოფება გაერთიანებული სამეფო, ხოლო მესამეზე თურქეთი.