27 ნოემბერი 2024,   12:37
ვრცლად
2008 წელს უკრაინა და საქართველო NATO-ში გასაწევრიანებლად მზად არ იყვნენ - ანგელა მერკელი

2008 წელს უკრაინა და საქართველო NATO-ში გასაწევრიანებლად მზად არ იყვნენ - ამის შესახებ ანგელა მერკელმა თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, პირველ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა.

გერმანიის ყოფილი კანცლერის თანახმად, ის ბუქარესტის სამიტზე უკრაინისა და საქართველოს NATO-ში გაწევრიანების წინააღმდეგი იყო, რადგან მას რუსეთთან შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილება სურდა.

მერკელის თქმით, 24 თებერვალს რუსეთის შეჭრა უკრაინაში არის სასტიკი თავდასხმა საერთაშორისო სამართლის უგულვებელყოფით, რომლის გამართლება არ არსებობს.

დღის ამბები