27 ნოემბერი 2024,   12:32
ვრცლად
კარლ ჰარცელს პაველ ჰერჩინსკი შეცვლის -  EU-ს დელეგაციის მოქმედ ხელმძღვანელს უფლებამოსილების ვადა ეწურება

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ  ბორელმა ევროკავშირის 31 დელეგაციის ხელმძღვანელის კანდიდატურა დაასახელა. მათ შორის არის საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალი ხელმძღვენელიც. ის კარლ ჰარცელს ჩაანაცვლებს, რომელსაც უფლებამოსილების ვადა ეწურება

წარდგენილი პირები თანამდებობაზე ოფიციალურად მასპინძელი ქვეყნებიდან შესაბამისი შეთანხმებების მიღების შემდეგ დაინიშნებიან.

eeas.europa.eu - ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციას პაველ ჰერჩინსკი უხელმძღვანელებს. ის ამჟამად ევროკავშირის საგარეო სამსახურის ერთიანი უსაფრთხოების, თავდაცვის პოლიტიკისა და კრიზისებზე რეაგირების დირექტორატს ხელმძღვანელობს. მანამდე პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტში პოლონეთის წარმომადგენელი იყო.

დღის ამბები