27 ნოემბერი 2024,   12:43
ვრცლად
დავით ბერძენიშვილის დევნის ფაქტზე დაკავებულ ირაკლი ხომასურიძეს პატიმრობა შეეფარდა

დავით ბერძენიშვილის დევნის ფაქტზე დაკავებულ ირაკლი ხომასურიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. სასამართლო სხდომა ცოტა ხნის წინ დასრულდა. ბრალდებული დარბაზიდან გააძევეს. მიზეზი, დაზარალებულად ცნობილი პოლიტიკოსის მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებები გახდა. მსგავსი ქმედების შეწყვეტისკენ მოსამართლემ ხომასურიძეს არაერთხელ მოუწოდა, თუმცა ის მოთხოვნას არ დაემორჩილა.

წარდგენილ ბრალს დაკავებული არ აღიარებს. ადვოკატი ათას ლარიან გირაოს ითხოვდა. პატიმრობის შუამდგომლობა ჰქონდა პროკურორს.

ხომასურიძეს ბრალდება ედება ადამიანის დევნა მის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, რომელიც ძალადობითაა ჩადენილი. შემთხვევა რუსთაველის გამზირზე მოხდა. დავით ბერძენიშვილსა და ხათუნა სამნიძეს თავს დაესხნენ. ისინი დაზარალებულად არიან ცნობილი.

დღის ამბები