ევროკავშირის მხარდაჭერით ოზურგეთში დასაქმების ფორუმი გაიმართა. ფორუმის მიზანია დასაქმების ხელშეწყობა იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც არ აქვთ სამუშაო გამოცდილება.
ამასთანავე ფორუმზე გამოიკვეთა ის, თუ რამდენად ზრდის სექტორთან თანამშრომლობა დასაქმების შესაძლებლობებს. ფორუმზე წარმოდგენილი იყო 50-ზე მეტი სამუშაოს მაძიებელი, ასევე ასამდე დამსაქმებელი სამასამდე ვაკანსიით. დასაქმების ფორუმში მონაწილეობდნენ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს, პროფ.სასწავლებლების, საზ. ორგანიზაციებისა, კერძო სექტორის და ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები.
დასაქმების ფორუმი გაიმართა ევროკავშირის დაფინანსებით და მისი ორგანიზატორები გახლდნენ ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი, განათლების , განვითარების და დასაქმების ცენტრი, საქართველოს გაეროს ასოციაცია, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო.