27 ნოემბერი 2024,   12:43
ვრცლად
დავით მათიკაშვილი - ებრძვიან ქართულ იდენტობას, ჩვენს დიდ წინაპრებს, ცდილობენ ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ დესტრუქცია და ქაოსი შეიტანონ საზოგადოებაში

"ებრძვიან ქართულ იდენტობას, ჩვენს დიდ წინაპრებს, ცდილობენ ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ დესტრუქცია და ქაოსი შეიტანონ საზოგადოებაში" - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ განაცხადა.

დავით მათიკაშვილის თქმით, ჩვენი ოპონენტები, რომლებიც არა "ქართული ოცნების", არამედ საქართველოს ოპონენტები არიან, ამ კრიტიკულ დროს, როდესაც ყველას ერთიანობა გვმართებს ჩვენი ევროპული მომავლისკენ, ცდილობენ სიტუაცია ამოატრიალონ, რასაც ვერ შეძლებენ, რადგან ამის არც პოლიტიკური, არც მორალური რესურსი გააჩნიათ. 

„ებრძვიან ქართულ იდენტობას, ჩვენს დიდ წინაპრებს, დილობენ ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ დესტრუქცია და ქაოსი შეიტანონ საზოგადოებაში. როგორც 2012 წლიდან დღემდე ვერ შეძლო ნაცმოძრაობამ და მასთან აფილირებულმა პოლიტიკურმა ძალებმა წარმატების მიღწევა და ეს შეუძლებელია მათი ამორალური და ანტიქართული პოლიტიკის გამო, ზუსტად იგივე შედეგი ელის ყველა მათ გეგმას, რომელიც აუცილებლად ჩავარდება საქართველოში" - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

დღის ამბები