ერთიანი ეროვნული გამოცდების თარიღი ცნობილია. აბიტურიენტები პირველ გამოცდას 4 ივლისს, ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ. პანდემიის დაწყებიდან პირველად, პირბადის ტარების ვალდებულება იხსნება, კოვიდის დადასტურების შემთხვევაში კი ჩაინიშნება დამატებითი სესია. წელსვე, გაფართოვდება დამატებითი საგნების არჩევის შესაძლებლობა და აბიტურიენტებს საგნის არჩევა, კონკრეტული განხრის მიმართულებით შეეძლებათ.
განათლების სამინისტოში ამბობენ, რომ საგამოცდო პროცესი, კოვიდის დადასტურების შემთხვევაშიც არ შეფერხდება. მათთვის, ვისაც ვირუსი საგამოცდო პერიოდში აღმოაჩნდებათ, სამინისტრო ცალკე სესიას ჩანიშნავს. წელს, კიდევ ერთი სიახლე არჩევითი საგნის ნაწილშია. ისტორიასთან და მათემატიკასთან ერთად, აბიტურიენტებს სასურველი საგნის არჩევა კონკრეტული დარგის შესაბამისად შეეძლებათ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით სულ 22 საგამოცდო ცენტრი იქნება. სტუდენტობის სურვილი 41 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა გამოთქვა და ივლისის დასაწყისში, მათთან ერთად, გამოცდას პედაგოგები და მაგისტრანტობის კანდიდატებიც ჩააბარებენ.