27 ნოემბერი 2024,   12:40
ვრცლად
ვეტერან ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებმა გუნდური პირველი ადგილი მოიპოვა

საბერძნეთის ქალაქ ჰერაკლიონში, ვეტერან ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატი, ქართველი ძიუდოისტების წარმატებით დასრულდა.

საქართველოს ნაკრებმა, კონტინენტის პირველობაზე, გუნდური პირველი ადგილი დაიკავა, ინდივიდუალურ ჩათვლაში კი მედლები გეგი თამლიანმა, ზაზა დავაძემ, სანდრო იაკობაშვილმა, ლევან ჩუბინიძე, ანზორ შეღვიაშვილმა და გიორგი ცოციაშვილმა მოიპოვეს.

დღის ამბები