27 ნოემბერი 2024,   12:37
ვრცლად
თბილისში "90"s Festival - COOLIO – OTTAWAN" გაიმართება

თბილისი, ღია ცის ქვეშ, საფესტივალო სივრცე ALIBI ARENA - ზე, გრემის მფლობელ ლეგენდარულ ამერიკელ პროდიუსერს, მსახიობსა და რეპერ COOLIO-ს და დისკოს ლეგენდას, ფრანგულ პოპ-დუოს OTTAWAN, 90 - იანების ფესტივალზე, 11 ივნისს უმასპინძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზატორები ავრცელებენ.

"Artis Leon Ivey Jr. სასცენო სახელით COOLIO, ყველას გვახსენებს 90-იანი წლების ლეგენდარულ სიმღერას Gangsta"s Paradise , რომელიც ფილმ "სახიფათო ფიქრებისთვის" შეიქმნა და 1995 წელს რეპერს გრემის ჯილდო მოაპოვებინა. გარდა ამისა, Gangsta"s Paradise მსოფლიოში პრაქტიკულად ყველა მუსიკალური ჩარტის უცვლელი სიმღერა იყო და ის აღიარებულია, როგორც ყველა დროის საუკეთესო სიმღერა და ჰიპ-ჰოპ ნამუშევარი.

Gangsta"s Paradise -სთან ერთად მუსიკოსმა ფართო მასებს თავი გააცნო და დაამახსოვრა ასევე ალბომებით: It Takes a Thief (1994), Gangsta"s Paradise (1995), და My Soul (1997). მუსიკოსი დღემდე აგრძელებს მუსიკის შექმნის პროცესს და აქვეყნებს თავის შემოქმედებას.

რაც შეეხება OTTAWAN-ის სიმღერებს D.I.S.C.O. და Hands Up (Give Me Your Heart) 80-იანი წლების ერთ-ერთი მთავარი ჰიტები გახლდათ, ხოლო სინგლი You"re OK (ფრანგული სახელწოდებით T"es OK ) ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი სინგლების TOP50 კრებულშია შესული. OTTAWAN-ის რეპერტუარი მოიცავს სიმღერებს როგორც ფრანგულ, ასევე ინგლისურ ენაზე", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფესტივალის ორგანიზატორების ინფორმაციით, 90-იანების ფესტივალზე, ასევე იმღერებენ ქართული ესტრადის ვარსკვლავები და ყველასათვის საყვარელი მომღერლები: ლელა წურწუმია, ლექსენი, თიკო სადუნიშვილი, კაბუ, მერაბ სეფაშვილი, თემურ თათარაშვილი, თიკა ჯამბურია, თემო რცხილაძე, ბედინა, თამუნა ამონაშვილი. საღამოს კი თიკო სადუნიშვილი წაიყვანს.

ამასთან, მათი ცნობით, ღონისძიებაზე დასწრება სასურველია 90-იანების სტილში.

დღის ამბები