ცოტა ხნის წინ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა დასრულდა. სხდომის მთავარი თემა უკრაინაში არსებული ვითარება და ქვეყანაში მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნება იყო. განსახილველი თემები ასევე მოიცავდა, საომარ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანაში, ომის დანაშაულებს, მათ შორის სექსუალურ ძალადობასა და წამებას. გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით შარლ მიშელი გამოვიდა.
ევროსაბჭოს პრეზიდენტის განცხადებით, კრემლი საკვებს იარაღად იყენებს და გლობალურ კრიზისზე რუსეთი სრულად პასუხისმგებელია.
"ჩვენ გავხდით რუსი სამხედროების მიერ კაცობრიობის წინაშე ჩადენილი ომის დანაშაულებების მომსწრე, წამებისა და ძალადობის . ჩვენ ვნახეთ სამარცხვინო ქმედებები სამარცხვინო ომში . ეს კი სათანადოდ უნდა იყოს გამოძიებული და დამნაშავეები დასჯილი. რუსეთი ფედერაციავ, მოდით გულწრფელი ვიყოთ, კრემლი საკვებს იარაღად იყენებს. რუსეთის ომის დრამატული შედეგების კვალი მთელ მსოფლიოში აისახება. იზრდება ფასები საკვებზე და ადამიანები შიმშილის პირისპირ დგანან. გლობალური საკვების კრიზისზე რუსეთი სრულად პასუხისმგებელია. პასუხისმგებელია თავის ტყუილებსა და დეზინფორმაციაზე. ოდესაში მილიონობით ტონა მარცვულეული ბლოკადაშია , რუსეთის ომის მანქანის გამო. რუსეთის სამიზნე ქარხნები და მარცვლეულის საწყობებია. იპარავენ პროდუქციას და ბრალს სხვას სდებენ. ეს ლაჩრობაა და პროპაგანდის ნაწილი. რუსეთის ელჩს შეუძლია გავიდეს და დატოვოს ოთახი. სიმართლის არ მოსმენა ხომ ასე მარტივია" - განაცხადა მიშელმა.