საქართველოში "მაიმუნის ყვავილის" 2 საეჭვო შემთხვევიდან ერთზე პასუხი უარყოფითია, მეორე შემთხვევის გამოკვლევა კი გრძელდება, ამის შესახებ "რუსთავი 2-ს" დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განუცხადა.
ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში ვირუსულ დაავადებებზე ზედამხედველობა გაძლიერებულია.
"მაიმუნის ყვავილი“, ამ დრომდე, მსოფლიოს 27 ქვეყანაში 800-მდე პაციენტს გამოუვლინდა.