27 ნოემბერი 2024,   12:33
ვრცლად
"ქართული ოცნების" ქალთა ორგანიზაცია რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობს

"ქართული ოცნების" ქალთა ორგანიზაცია რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობს. კონფერენცია, ამჯერად, კახეთში გაიმართა. 

თელავის თეატრში მიმდინარე შეხვედრის დროს ქალთა ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარე ნინო წილოსანმა კონფერენციის მონაწილეებს ორგანიზაციის მიზნები და ამოცანები გააცნო და რეგიონული საბჭოს ხელმძღვანელი და შემადგენლობა წარადგინა. გაკეთდა თემატური მოხსენებები ჯანდაცვის, რეგიონული პოლიტიკის და კულტურის მიმართულებით. 

ქალთა ორგანიზააციის კონფერენციას თელავში 500-ზე მეტი ქალი ესწრებოდა. "ქართული ოცნების" ქალთა ორგანიზაციის რეგიონული კონფერენციები უკვე ჩატარდა შიდა ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში.

დღის ამბები