27 ნოემბერი 2024,   12:31
ვრცლად
მარიუპოლი, სავარაუდოდ, ჩაიკეტება - ქალაქში ქოლერის გავრცელების საფრთხეა

მარიუპოლის მერის მრჩევლის განცხადებით, რუსები, ქალაქ მარიუპოლში, ქოლერის შესაძლო გავრცელების გამო,​ კარანტინის რეჟიმს აამოქმედებენ.

"მოსალოდნელია, რომ ქალაქი ჩაიკეტება", - განუცხადა პეტრო ანდრიუშჩენკომ United News TV-ს.

მისი თქმით, ქოლერაზე ქალაქის შიგნით, საოკუპაციო ჩინოვნიკები და მათი ხელმძღვანელები საუბრობენ.

ანდრიუშჩენკომ, ასევე, განაცხადა, რომ მარიუპოლში ჰუმანიტარული მდგომარეობა, საკვებისა და წყლის დეფიციტის გამო​ უარესდება.

დღის ამბები