ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას კარგ იდეად აფასებს, უკრაინის პრეზიდენტმა ამის შესახებ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
"მე ვთვლი, რომ ის, რაზეც თქვენ საუბრობთ [რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებაზე] - ეს არ არის ცუდი იდეა. ვფიქრობ, რომ მე საკმარისი შესაძლებლობები გამაჩნია, რათა მივიყვანო საკითხი უკრაინელებისთვის დადებით შედეგამდე," - უპასუხა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას.
ცნობისთვის, ცოტა ხნით ადრე, უკრაინის პრეზიდენტის საიტზე, ელექტრონული პეტიციების გვერდზე გავრცელდა პეტიცია, სადაც საუბარია რუსეთთან სავიზო რეჟიმის შემოღების თაობაზე.