დინამო არენაზე რაგბის დაძაბული მატჩი მიმდინარეობს. სულ მალე უნდა გაირკვეს თუ ვინ გახდება დიდი 10-ის ტურნირის გამარჯვებული. ტიტულისთვის ერთმანეთს ტურნირის ორი უძლიერესი კლუბი "ბათუმი" და ბოლნისის "ყოჩები" უპირისპირდებიან.
მატჩის პირველი ნახევარი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, თუმცა მეორე ნახევარში, როგორც ჩანს, ბათუმელებმა გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვეს. ისინი ახლოს არიან ჩემპიონობასთან. შეხვედრას "დინამო არენაზე" დაახლოებით 10 ათასი გულშემატკივარი ესწრება.
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ყოფილი წევრი, ამჟამად კი რაგბის კავშირის წარმომადგენელი გია ლაბაძე ამბობს, რომ გულშემატკივართა და სპორტსმენთათვის "დინამო არენაზე" ყოფნა ყოველთვის განსაკუთრებულად სასიამოვნოა. პირველ ნახევარში ორივე გუნდის მხრიდან დაძაბულობა და ხარვეზები შეინიშნებოდა, თუმცა მეორე ტაიმში თამაში გაიხსნა.
აღსანიშნავია, რომ ისტორიაში პირველად დიდი 10-ის ფინალურ ეტაპზე ვიდეორეფერია გამოყენებული.