საქართველოს ეროვნული ნაკრები, ერთა ლიგის მეორე შეხვედრაში დღეს, სტუმრად, ბულგარეთს დაუპირისპირდება და გიბრალტარის დამარცხების შემდეგ, მეორე გამარჯვების მოსაპოვებლად იბრძოლებს. შეხვედრა თბილისის დროით 22:45 წუთზე დაიწყება.
უკვე ცნობილია, რომ გუნდს, გიორგი წიტაიშვილი ვერ დაეხმარება - მიზეზი გიბრალტართან სათამაშო ეპიზოდში მიღებული დაზიანებაა. დღევანდელი შეხვედრის მოგების შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ნაკრები 6 ქულას დააგროვებს და ჯგუფის ლიდერი გახდება.