27 ნოემბერი 2024,   12:25
ვრცლად
დედაენის ბაღში, ყველაზე მასშტაბური ფესტივალი "თეისთ თბილისი - გაუსინჯე გემო თბილისს" დაიწყო 

ტრადიციული და თანამედროვე კერძების მრავალფეროვნება, საქართველოს სხვადასხვა კუთხის არომატებით შეზავებული ქართული კერძები, ევროპული სამზარეულო, სასმელები, ყველაზე მასშტაბური სტრით ფუდ ფესტივალი "თეისთ თბილისი- გაუსინჯე გემო თბილისს" უკვე დაიწყო. 

"თეისთ თბილისი" უკვე მეოთხე წელია, რაც სწრაფი კვების მოყვარულებს ანებივრებს. ამჯერად ფესტივალს დედაენის ბაღი მასპინძლობს, სადაც გასტრონომიის მოყვარული ქართველი თუ უცხოელი სტუმრები იკრიბებიან. მწვანე პარკი და სუფთა ჰაერი ქართული თუ ევროპული კულინარიის მოყვარული პატარებისთვისაც საინტერესოა. 

ფესტივალი გამოცდილი თუ დამწყები ობიექტების პოპულარიზაციისთვის რომ კარგი შესაძლებლობაა, ამაზე თავად რესტორნების მფლობელებიც საუბრობენ. ამასთანავე, "თეისთ თბილისი" კვების ინდუსტრიაში მოღვაწე სტრარტაპერებს საშუალებას აძლევს, კარგად დავიწყებული ტრადიციულ კერძები გაახალისონ და ახალი ელფერი შესძინონ. 

"თეისთ თბილისი" 50-მდე კვებისა თუ სასმელ ობიექტს აერთიანებს. ორგანიზატორების თქმით, ფესტივალს სწორედ თბილისისთვის დამახასიათებელი მრავალფეროვანი გემო გამოარჩევს. 

"თეისთ თბილისი" 2018 წლიდან, თბილისის მერიის და ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით იმართება. ღონისძიება კიდევ ორ შაბათ - კვირას გასტანს. 

დღის ამბები