მომდევნო ათი დღის განმავლობაში, ქართველი და უცხოელი მხატვრები საპორტო ქალაქში ოცამდე ფერწერულ ტილოს, ძირითადად, ფოთის თემატიკაზე შექმნიან. ზღვისპირა ქალაქი, საერთაშორისო შემოქმედებით ფესტივალს მასპინძლობს. "პალიტრა ფოთი 2022" სამხატვრო სასწავლებელში, დღეს გაიხსნა. ხელოვანების შექმნილი ნამუშევრები კი საბოლოოდ ფოთის სამხატვრო სკოლის საგამოფენო დარბაზში განთავსდება.
პროექტის მიზანი სახვითი ხელოვნების განვითარების ხელშეწყობაა. მხატვრები ფოთის გარდა, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებშიც ჩავლენ, შექმნიან ახალ ნამუშევრებს, რაც მათივე თქმით, მხატვრობას მომავალი თაობისთვის კიდევ უფრო საინტერესოს გახდის.
ფოთის სამხატვრო სკოლაში დღეს როგორც ხელოვანები, ასევე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები მივიდნენ. სკოლის ეზო მსურველებს მომდევნო დღეებშიც უმასპინძლებს. დამთავლიერებლები შექმნილი ტილოების მნიშვნელობასა და მომავალი თაობის განვითარებაში ხელოვნების როლზე საუბრობენ.
პლენერის ფინანსური მხარდამჭერი ფოთის მერიაა. ფესტივალების აუცილებლობასა და საჭიროებაზე საუბრობს ქალაქის ვიცე-მერი.
ლექსო თოდუას განცხადებით, ფესტივალში, მომავალ წელს, კიდევ უფრო მეტი უცხოელი მხატვარი ჩაერთვება, რაც ტურისტული პოტენციალის ამაღლებას ხელს შეუწყობს.
ხელოვნების ფესტივალის მასპინძელი სამხატვრო სკოლის სრული რეაბილიტაცია, 2021 წელს, ფონდმა "ქართუმ" განახორციელა. ფესტივალი ფოთში 15 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.