27 ნოემბერი 2024,   12:27
ვრცლად
უფალმა ინებოს,რომ ვიაროთ ჭეშმარიტების გზით, ვიაროთ სულის გადარჩენის გზით, რაც არის შეცნობა უფლისა იესო ქრისტესი - შიო მუჯირი

უფალმა ინებოს, ვიაროთ ჭეშმარიტების გზით და მივემთხვიოთ ამ სიხარულს, ვიაროთ სულის გადარჩენის გზით, რაც არის შემეცნება, შეცნობა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა. 

"უფალ იესო ქრისტესთვის კი ჩვენ ვართ სიხარული, ყველა, ადამიანი მისთვის სიხარულია, ჩვენთვის კი მთავარი სიხარული – ეს არის ვინ? იესო ქრისტე, მთელი ჩვენი სიხარული, მაცხოვარი ჩვენი. უფალმა ინებოს, რომ ჩვენც ნამდვილად ვიყოთ ღვთის შვილები, გავახაროთ უფალი ჩვენი, ვიაროთ ჭეშმარიტების გზით, მივემთხვიოთ ამ სიხარულს და ვიაროთ სულის გადარჩენის გზით, რაც არის შემეცნება, შეცნობა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი",-განაცხადა მეუფე შიომ ქადაგებისას.



დღის ამბები