27 ნოემბერი 2024,   12:43
ვრცლად
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, "ქართული ჩაის" პროგრამის ფარგლებში, 643 000 ლარის  ღირებულების თანამედროვე დანადგარები გადაეცათ

პროგრამის "ქართული ჩაის"ფარგლებში, იმერეთისა და გურიის რეგიონში მოქმედ 6 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს, ჩაის წარმოებისათვის საჭირო თანამედროვე ტექნიკა გადაეცა. სახელმწიფო თანადაფინანსება 329 ათას ლარს აღემატება.

პროგრამის ფარგლებში, ჩაის წარმოებისათვის საჭირო 643 000 ღირებულების დანადგარები, ჯამში, 14 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს გადაეცა.

საქართველოს მასშტაბით, პროგრამაში "ქართული ჩაი" რეაბილიტირებული ფართობი 1,670 ჰექტარს შეადგენს, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 3 მლნ ლარს აღემატება. პროგრამა "ქართული ჩაი" 2016 წლიდან ხორციელდება და მისი მიზანია ადგილობრივი ჩაის წარმოების ზრდის ხელშეწყობა, თვითუზრუნველყოფის დონის ამაღლება და საექსპორტო პოტენციალის ზრდა.

დღის ამბები