რუსული აგრესიის 102 - ე დღე უკრაინაში. კრემლი უკან არ იხევს, რუსეთი მიკოლაევზე თავდასხმას არ წყვეტს. უკრაინის საჰაერო ძალებმა მიკოლაევის ოლქში რუსული ავიაციის მიერ გასროლილი ორი საკრუიზო რაკეტა გაანადგურეს. ცეცხლი გაუჩნდა მარცვლეულის საწყობს, დაშავდა 29 ადამიანი, გარდაცვილთა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.
ცივილიზებული სამყარო ომში მყოფი ქვეყნის დახმარებას აგრძელებს. ადგილობრივი გამოცემები იუწყებიან, რომ ესპანეთი მზად არის უკრაინა ტანკებითა და საჰაერო თავდაცვითი სისტემებით მოამარაგოს.