"ქართული ოცნების" ქალთა ორგანიზაციის რეგიონული კონფერენციები დაიწყო. შიდა ქართლის ორგანიზაციის წევრები დღეს, გორში შეიკრიბნენ, სადაც ქალთა ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარესთან ერთად, რეგიონში არსებული ვითარება და სამომავლო გეგმები განიხილეს.
"ქართული ოცნების" ქალთა ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარის, ნინო წილოსანის განცხადებით, მმართველი გუნდი აპირებს თემატურად გაშალოს ისეთი საკითხები, როგორიცაა ეკონომიკა, მეწარმეობა, დასაქმების ხელშეწყობა, ქალთა უფლებები და სხვა.