ბალტიის ზღვაში, "ნატოს" ყოველწლიური სამხედრო საზღვაო სწავლება დღეიდან იწყება. ალიანსის 14 წევრ სახელმწიფოსთან ერთად, წვრთნებში შვედეთი და ფინეთიც მონაწილეობს.
სამხედრო სწავლება 17 ივნისამდე გაგრძელდება და მასში 7 ათასზე მეტი მეზღვაური, მფრინავი და საზღვაო ქვეითი მიიღებს მონაწილეობას. მანევრებში ჩართულია 75 თვითმფრინავი და 45 ხომალდი.