27 ნოემბერი 2024,   12:27
ვრცლად
დასავლეთი კიევს რუსეთთან დიალოგის საშუალებას არ აძლევს - ლავროვი დასავლეთს მოლაპარაკების პროცესის შეფერხებაში ადანაშაულებს

დასავლეთი კიევს რუსეთთან დიალოგის საშუალებას არ აძლევს - რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დასავლეთს მოლაპარაკების პროცესის შეფერხებაში ადანაშაულებს. 

სერგეი ლავროვის თქმით, უკრაინა ვაჭრობის ინსტრუმენტია, რომლითაც ძირითადად შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი მანიპულირებენ.

"ასეთია ანგლო - საქსური კოლექტივი, რომელსაც ახლა დასავლეთი ხელმძღვანელობს. ნატო და ევროკავშირი, რომლებმაც საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე დაკარგეს დამოუკიდებლობა, სრულიად ემორჩილებიან მას. ისინი იყენებენ უკრაინელებს, როგორც ჩვენი ქვეყნის შეკავების იარაღს და ბრძოლის ველზე რუსეთის დასამარცხებლად. ეს არის პასუხი კითხვაზე, არსებობს თუ არა მოლაპარაკებების პერსპექტივა. დასავლეთი უკრაინას მოლაპარაკების საშუალებას არ აძლევს. ორი თვის წინ, უკრაინამ თითქოს წამოაყენა წინადადება, თუ როგორ უნდა მოგვარდეს ეს საკითხი, ჩვენ ეს წინადადებები მივიღეთ. ერთი დღის შემდეგ, დასავლეთმა უკრაინელებს აუკრძალა ამ პროცესის გაგრძელება", - განაცხადა ლავროვმა.

დღის ამბები