27 ნოემბერი 2024,   12:29
ვრცლად
რუსული სპეციალური სამსახურები ცდილობენ საინფორმაციო ომის გაძლიერებას იმისათვის, რომ გაამართლონ რუსი სამხედროების დანაშაული უკრაინაში - უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპიკერი

რუსული სპეციალური სამსახურები უკრაინაში შეჭრის გასამართლებლად და საზოგადოების მხარდაჭერის მოსაპოვებლად, საინფორმაციო ომის გაძლიერებას აპირებენ, - ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, რუსები აპირებენ მედია საშუალებებით, კიდევ უფრო მეტი პროპაგანდისტული ვიდეო გაავრცელონ იმისთვის, რომ საზოგადოებას უთხრან, რატომ იყო ომი ერთადერთი შესაძლო გზა.

"უსაფრთხოების სამსახურმა წვდომა მოიპოვა რუსული სპეცსამსახურების პროპაგანდისტულ მეთოდებზე, უკრაინაში "სპეციალური ოპერაციების სწორად გაშუქების შესახებ". "ეფ ეს ბეს" მეხუთე განყოფილების თანამშრომლები თავიანთ დოკუმენტებში აღიარებენ, რომ რუსეთის მოსახლეობას ჯერ კიდევ არ ესმის, რატომ იყო ომი ერთადერთი შესაძლო გზა "რუსეთის მიზნების გადასაჭრელად. ამიტომ, ისინი ცდილობენ მოიძიონ ახალი არგუმენტები ამის ასახსნელად და ამავდროულად, გაამართლონ რუსი სამხედროების დანაშაული. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სიტუაციის შესაცვლელად, რუსეთის სპეცსამსახურების თქმით, საჭიროა მეტი ვიდეოს შექმნა "განმათავისუფლებელი გმირების", ცხოველების გადარჩენის, განქორწინებული ოჯახების გაერთიანების შესახებ. ოკუპანტები გეგმავენ ახალი მედიაპროექტების და აგიტატორების რეალური ქსელების წამოწყებას რუსული ტელე-რადიო მაუწყებლობის აკრძალვის პირობებში. ისინი არც კი ფიქრობენ, რომ ვერანაირი პროპაგანდა ვერ შეცვლის უკრაინელების დამოკიდებულებას ოკუპანტების მიმართ",-აცხადებს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპიკერი არტიომ დოხტარენკო. 

დღის ამბები