ვლადიმერ პუტინის განცხადებით, დასავლეთის მხრიდან, უკრაინისთვის შორი მოქმედების რაკეტების მიწოდების შემთხვევაში, რუსეთი დარტყმებს განახორციელებს იმ ობიექტებზე, რომლებზეც ჯერ არ მიუტანიათ იერიში.
რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატების მხრიდან კიევისთვის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების მიწოდება, უკრაინული სამხედრო ტექნიკის დანაკარგების შევსებას უკავშირდება და ეს არსებითად არაფერს ცვლის.
"თუ მათი მიწოდება მოხდება, აქედან გამოვიტანთ შესაბამის დასკვნებს და გამოვიყენებთ ჩვენს იარაღს, რომელიც საკმარისად გვაქვს იმ ობიექტებზე დარტყმების განსახორციელებლად, რომლებზეც ჯერ იერიში არ მიგვაქვს", - განაცხადა პუტინმა.