27 ნოემბერი 2024,   12:29
ვრცლად
პოლონეთში მოკლული ქალი საქართველოში ჩამოასვენეს - სად იმყოფება დედის გარეშე დარჩენილი 3 მცირეწლოვანი და რა მოთხოვნა აქვს როზეტა ყალიჩავას ოჯახს

როზეტა ყალიჩავას ცხედარს ამ წუთებში სამეგრელოში მიასვენებენ. პოლონეთში ქმრის მიერ მოკლული ახალგაზრდა ქალი თბილისში დღეს ჩამოასვენეს. 27 წლის როზეტა ყალიჩავას ცხედარს ადგილზე ახლობლები დახვდნენ.

დანაშაულზე პოლონეთში გამოძიება უკვე დაწყებულია. ქალაქ ლოძის პროკურატურამ გარდაცვლილი ქალის ქმარს მკვლელობის მუხლით ბრალიც წარუდგინა. გამოძიებამ უკვე გამოკითხა მოკლული ქალის ძმა. ვიდრე გამოძიება რაიმე შედეგს დადებს, ოჯახი ახალგაზრდა ქალის მცირეწლოვანი შვილების საქართველოში დაბრუნებას ითხოვს. ბავშვებთან ახლა ფსიქოლოგები მუშაობენ.  როზეტა ყალიჩავას 3 შვილის საქართველოში ჩამოსაყვანად საჭიროა, მოკლული ქალის დედას მეურვის სტატუსი მიენიჭოს. ოჯახი ახლა სწორედ ამ დოკუმენტაციას ამზადებს.

27 წლის ქალის ცხედარი საცხოვრებელ სახლში 24 მაისს იპოვეს. არსებული ინფორმაციით ახალგაზრდა ქალს ქმარმა სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, ბინაში კი ხანძარი გააჩინა

პოლონეთში ქმრის მიერ მოკლული ახალგაზრდა ქალი თბილისში დღეს ჩამოასვენეს. 27 წლის როზეტა ყალიჩავას ცხედარს ადგილზე ახლობლები დახვდნენ.

დღის ამბები