27 ნოემბერი 2024,   12:38
ვრცლად
ომგამოვლილი უკრაინელი ბავშვები საქართველოში - მოზარდების თვალით დანახული რუსული სისასტიკე

უკრაინელი ბავშვების თვალით დანახული რუსული სისასტიკე. ტრაგიკული ისტორიები, რაც იმ ბავშვებს გადახდათ თავს, რომლებიც ომს საქართველოში გამოექცნენ.

8 წლის ხარკოველი ბიჭი, რომელიც ჭურვებს რამდენიმე კვირა სარდაფში ემალებოდა. 12 წლის ბიჭი მარიუპოლიდან, რომელსაც შინაური ცხოველი მოუკვდა. ბავშვები, რომლებსაც მშობლების დატოვება უკრაინაში მოუწიათ, მშვიდობის საძებნელად კი საქართველოში ჩამოვიდნენ.

მოზარდების მიერ ფურცელზე ნახატად აღბეჭდილი ბოროტი რუსი ჯარისკაცი - ეს არის ის, რისიც ომს გამოქცეულ ბავშვებს დღემდე ყველაზე მეტად ეშინიათ. უკრაინელ პატარებს სტრესისა და შიშების დაძლევაში ქართველი ფსიქოლოგები ეხმარებიან. შექმნილია რამდენიმე ჯგუფი, რომელიც მოზარდების დაზიანებული ფსიქიკის აღდგენას ცდილობენ.

დღის ამბები