27 ნოემბერი 2024,   12:30
ვრცლად
ფერწერული ტილოები - მიშა შენგელიას ხსოვნისადმი მიძღვნილი პირველი გამოფენა ლაით გალერიში ხვალ გაიხსნება

ფერწერული ტილოები, რომელიც სატირული, ირონიული, ხშირად პოლიტიკური გამონათქვამების სინთეზიცაა - მიშა შენგელიას ხსოვნისადმი მიძღვნილი პირველი გამოფენა, "ლაით გალერიში" ხვალ გაიხსნება. 

მიშა შენგელიას ნამუშევრების დიდ ნაწილზე დატანილია ტექსტები, თუმცა სატირა იმ ტილოებიდანაც იკითხება, რომელიც მხატვარმა სიტყვების გარეშე დატოვა.

მხატვარს, რომელიც 90-იან წლებში გამოჩნდა სამხატვრო ასპარეზზე, თავისი უნიკალური სტილით და მაღალმხატვრული ღირებულებით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით იცნობენ. მისი ტილოები არაერთხელ გამოფენილა ამერიკის შეერთებული შტატებსა და ევროპის ქალაქებში. ამჯერად თბილისში, ექსპოზიცია ნამუშევრებს კერძო კოლექციებიდან გააერთიანებს.

მიშა შენგელია თავისი შემოქმედებით, მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებზე მუდამ რეაგირებდა.

დღის ამბები