კიევის ოლქში რუსების მიერ დახვრეტილი და ნაწამები უკრაინელების ცხედრები კვლავ აღმოაჩინეს - ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ამ დროისთვის 200-ზე მეტი დაღუპულის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება. დონეცკის ოლქში რუსებმა სვიატოჰირსკის ყოვლადწმინდა ლავრა დაბომბეს, მე16 საუკუნის ეკლესია ამ წუთებშიც იწვის. 3 ადამიანი დაიღუპა და 4 დაშავდა მიკოლაევის ერთ-ერთ უბანში სარაკეტო იერიშების შედეგად.