USAID საბაზისო განათლების პროგრამისა და საბურთალოს გამგეობის პარტნიორობის ფარგლებში "წიგნების ბაღში" ერთობლივი საგანმანათლებლო ღონისძიება ჩატარდა.
ღონისძიებაზე საბავშვო მწერლებმა ლელა ცუცქირიძემ, ირმა მალაციძემ და გიორგი ჭაუჭიძემ საბურთალოს რაიონში არსებულ სკოლის მოსწავლეებს მოთხრობები წაუკითხეს და წაკითხულის შესახებ იმსჯელეს.
ღონისძიებას საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე, საქართველოში USAID-ის დემოკრატიის, უფლებებისა და მმართველობის ოფისის დირექტორი ლეა კაპლანი და USAID საბაზისო განათლების პროგრამის ხელმძღვანელი ნენსი პარკსი ესწრებოდნენ.