27 ნოემბერი 2024,   12:39
ვრცლად
ეროვნული დროშა, რომელიც "აზოვსტალის" თავზე ფრიალებდა, უკრაინის ისტორიის ეროვნულ მუზეუმს გადაეცა

ეროვნული დროშა, რომელიც "აზოვსტალის" თავზე ფრიალებდა, უკრაინის ისტორიის ეროვნულ მუზეუმს გადაეცა.

ექსპოზიციის სახელი, სადაც დროშა განთავსდება, არის "უკრაინა ჯვარცმა". დროშა მუზეუმს თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა  მარიუპოლის დამცველებთან ერთად გადასცა, მათ შორის იყო ქართული არმიის თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი, გიორგი ქუფარაშვილი, რომელიც პოლკ "აზოვის" ინსტრუქტორია და მარიუპოლის დაცვისას მარტის თვეში მძიმედ დაიჭრა.

დროშის გატანა "აზოვსტალიდან" დაჭრილi ჯარისკაცების ევაკუაციის დროს მოხდა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ მარიუპოლის იმ მცველთა მეუღლეები, რომლებიც ჯერჯერობით კვლავ რუსი ოკუპანტების ტყვეობაში იმყოფებიან.

 

დღის ამბები