27 ნოემბერი 2024,   12:42
ვრცლად
ბრატისლავას უსაფრთხოების ფორუმზე, უკრაინის აღდგენის საკითხი, განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა

ბრატისლავას უსაფრთხოების ფორუმზე, უკრაინის აღდგენის საკითხი განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა.

როგორც უკრაინის წარმომადგენელი აცხადებს, აღდგენასა და რეკონსტრუციასთან ერთად, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული ეკომეგობრული ინდუსტრიული ზონების ჩამოყალიბებაც არის. უკრაინის დახმარების მნიშვნელობასა და ”მარშალის” ახალ გეგმაზე ისაუბრეს ფინანსისტებმაც. მათ აღნიშნეს, რომ უკრაინის აღდგენის პროცესში მნიშვნელოვანია პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა და რეკონსტრუქციის დროს კერძო სექტორის ჩართულობა.

"რუსეთი ყველაფერს ანადგურებს. დანაკარგის მოცულობა დიდია და ასობით მილიარდ დოლარს შეადგენს. ასევე არსებობს ეკონომიკური გავლენა, მაგალითად მარიუპოლის ფოლადის ინდუსტრია სრულიად განადგურებულია, თუმცა აღდგენის შანსი არის . ჩვენი სურვილი არა უბრალოდ ზარალის ანაზღაურება, არამედ დიდი შვიდეუილს ეკონომიკასთან შესაბამისი გეგმა. ეს დაგვეხმარება,ერთობლივად ვიმოქმედოთ რუსთის წინააღმდეგ,"- აცხადებს უკრაინის ეკონომიკური განვითარების, ვაჭრობის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სავაჭრო წარმომადგენელი ტარას კაჩკა.

"გლობალური საზოგადოება უნდა დაეხმაროს უკრაინას დანაკარგის დაბრუნებაში. უკრაინას გრანტები ყველაზე მეტად სჭირდება. აშშ-მა გრანტების სახით უკრაინისთვის 7 მილიარდი დოლარი გამოჰყო. თანამედროვე ეკონომიკური მდგომარეობა ყველა ქვეყანას არ აძლევს ამის შესაძლებლობას. თუმცა გლობალურ შეუძლიათ სესხი გაცემა გრძელვადიან პერსპექტივაში, მაგალითად 10 წლით, რაც უკრაინას გადატვირთვის შესაძლებლობას მისცემს,"- აღნიშნავს  მსოფლიო ბანკის აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული დირექტორი არუფ ბანერჯი.





დღის ამბები