უზბეკი ტურ-ოპერატორები საქართველოს ტურისტულ მიმართულებას ეცნობიან.
ინფო-ტურის ფარგლებში თერთმეტი ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი საქართველოს ეწვია.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით უზბეკი ტურ-ოპერატორები ქართველ კოლეგებს შეხვდნენ, სადაც თანამშრომლობის გეგმები და ერთობლივი ტურების დაგეგმვის საკითხები განიხილეს.