ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.9707 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0076 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0369 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1890 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2163 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0273 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ, 4 ივნისს შევა.