27 ნოემბერი 2024,   12:29
ვრცლად
პუტინი და არა დასავლეთი არის პასუხისმგებელი აფრიკაში შიმშილობაზე - გერმანიის საგარეო უწყების პრეს-სპიკერი

პუტინი და არა დასავლეთი არის პასუხისმგებელი აფრიკაში შიმშილობაზე - ამის შესახებ გერმანიის საგარეო სამინისტროს პრეს-სპიკერმა განაცხადა. მისი თქმით, გერმანია მკაცრად გმობს რუსეთის პრეზიდენტის მცდელობას, შექმნას ნარატივი, თითქოს აფრიკაში შიმშილობის გამოწვევაზე პასუხისმგებელი დასავლეთია.

"არსებობს შიმშილის რისკი მსოფლიოს ზოგიერთ ნაწილში, რადგან ზოგიერთ ქვეყანაში მარცვლეულის ექსპორტი შეწყვეტილია, ეს არა დასავლეთის სანქციების, არამედ რუსეთის აგრესიული ომის შედეგია," - განაცხადა გერმანიის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა. 

დღის ამბები