27 ნოემბერი 2024,   12:36
ვრცლად
"პოლიციის ფაილები" - კრიმინალური დოკუმენტური სერიალი საქართველოში მომხდარ რეალურ ფაქტებზე

ტრაგედია, რომელმაც საქართველო შეძრა - ბათუმში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევა და 29 საათიანი სამაშველო ოპერაცია, სწორედ ამ ტრაგედიაზე მომზადებულ დოკუმენტურ ფილმს ნახავს "რუსთავი 2"-ის მაყურებელი.

ტელეკომპანია კრიმინალურ დოკუმენტური სერიალის ჩვენებას იწყებს. "პოლიციის ფაილები" საქართველოში მომხდარი გახმაურებული საქმეების დოკუმენტური აღწერაა იმ პირებისგან, ვინც სხვადასხვა სახის ოპერაციებში მონაწილეობდა.

პოლიციის ფაილების ახალ სერიებს მაყურებელი ყოველ პარასკევს 22:00 საათზე ნახავს, მათ შორის იქნება თბილისში მომხდარი გახმაურებული მკვლელობის დეტალები: როგორ გამოიძია პოლიციამ ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკის სასტიკი მკვლელობის საქმე. მაყურებელს ელის დოკუმენტური სერიები ნარკოტიკებით ვაჭრობასა და ტრეფიკინგის შესახებაც.

"პოლიციის ფაილები" შინაგან საქმეთა სამინისტროსა და "ნოვა ფროდაქშენის" ერთობლივი პროდუქტია, ახალ სერიებზე გადაღება ახლაც მიმდინარეობს.

დღის ამბები