27 ნოემბერი 2024,   12:43
ვრცლად
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენას პიეტრო მასკანის "სოფლის ღირსება" უბრუნდება

სიცილიური სოფელი, სიმღერა, ღვინო, სიყვარული, ღირსება და შურისძიება - თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენას ”სოფლის ღირსება” უბრუნდება.

პიეტრო მასკანის "სოფლის ღირსება" ოპერის ისტორიის უდიდესი სენსაციაა. სპექტაკლი, რომელსაც ქართველი მაყურებელი იხილავს, გენუის "ფელიჩეს" თეატრის პროდუქციაა და ამ ახალი ვერსიის პრემიერაც სწორედ ფელიჩეს თეატრში შედგა. სპექტაკლს თბილისში იტალიელი ანე რანდინე ოვერბი უდირიჟორებს.

"სოფლის ღირსება" რამდენიმე წელია თბილისის ოპერის თეატრის რეპერტუარშია. მასში ქართველი და იტალიელი არტისტები მონაწილეობენ. დამდგმელი რეჟისორი იტალიელი ვიქტორ გარსია. ქართველი მაყურებელი სპექტაკლს განახლებული შემადგენლობით იხილავს. მთავარ პარტიებს კი სოპრანო იანო ალიბეგაშვილი და ვიტორიო ვიტელი შეასრულებენ.

პიეტრო მასკანის შედევრი ქართველმა მაყურებელმა პირველად 1892 წელს, რომის მსოფლიო პრემიერიდან ზუსტად ორი წლის შემდეგ იხილა. მას შემდეგ, "სოფლის ღირსება" არაერთხელ დაიდგა თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის ოპერის თეატრების სცენებზე. თბილისის ოპერაში სპექტაკლები 4 და 5 ივნისს გაიმართება.

დღის ამბები