27 ნოემბერი 2024,   12:32
ვრცლად
"100 დღე, რაც უკრაინამ აჩვენა, რომ შეუძლია დაამარცხოს ძალა, რომელიც ოდესღაც დაუმარცხებლად აღიქმებოდა" - სალომე ზურაბიშვილი 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყების მეასე დღეს twitter-ში ეხმაურება. როგორც პრეზიდენტი წერს, 100 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ გაუმართლებელი აგრესია დაიწყო. 

"100 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა გაუმართლებელი აგრესია დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ. 

100 დღე, რაც უკრაინამ აჩვენა, რომ შეუძლია დაამარცხოს ძალა, რომელიც ოდესღაც დაუმარცხებლად აღიქმებოდა. 

100 დღე, რაც ევროპამ და ცივილიზებულმა სამყარომ აჩვენა ერთობა გამოწვევების წინაშე." - წერს სალომე ზურაბიშვილი. 

დღის ამბები